ინფორმაცია მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-11 თავის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებია:
ა) დასახლების საერთო კრება;
ბ) პეტიცია;
გ) სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო;
დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სხდომებში მონაწილეობა;
ე) მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა.
იხილეთ ბმული
გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა ამავე კოდექსის 85-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ქალაქ ონის მუნიციპალიტეტი იყენებს მოქალაქეთა ჩართულობის შემდეგ ფორმებს:
ახალგაზრდული საბჭო– ახალგაზრდული საბჭოს მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის უზრუნველყოფა
შშმ პირთა საბჭო – ქალაქ ონის მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ქალაქ ონის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხს
გენდერული თანასწორობის საბჭო – ქალაქ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო (შემდგომ –საბჭო) არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც ,,გენდერული
თანასწორობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით
პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადება – მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადების მიზნით, აღმასრულებელი ორგანო ყოველი წელს ახორციელებს მოქალაქეთა წინადადებების მიღებას. პრიორიტეტის დოკუმენტი ასახავს ინფორმაციას საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ და მუნიციპალიტეტის განვითარების ერთ-ერთ ძირითად დოკუმენტად ითვლება. პრიორიტეტების განსაზღვრა ხდება მოსახლეობის უშუალო ჩართულობით და გულისხმობს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის, კულტურისა და სპორტის სფეროების განვითარებას, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ქალაქის განვითარებისთვის საჭირო სხვა მნიშვნელოვანი პროგრამების ხელშეწყობას
ონის მუნიციპალიტეტში 2024-2027 წლების მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის შემუშავების მიზნით შექმნილია სამუშაო ჯგუფი ბიზნესის,სამოქალაქო და საჯარო სექტორების ჩართულობით.
სამუშაო ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს ონის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი
განვითარების დოკუმენტის შექმნა საქართველოს მთავრობის 2022 წლის N 264
განკარგულებით დამტკიცებული მუნიციპალიტეტის განვითარების დაგეგმვის
სახელმძღვანელოს სტანდარტების შესაბამისად;
,,საპროექტო იდეების, პროექტის შემუშავებაში, განხორციელებასა და
განხორციელებული პროექტის შედეგების შემდგომი მართვის პოცესში
სამუშაო ჯგუფი შექმნილია ბიზნესის, სამოქალაქო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებით, რომლებიც განიხილავენ მუნიციპალიტეტის მიერ სხვადასხვა საგრანტო კონკურსში წარსადგენ განაცხადებს, რათა განაცხადები მაქსიმალურად იყოს მორგებული მოსახლობის საჭიროებებს