ასოციაცია “სინერამამ” ქალაქ ონში პროექტის- “საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა” განხორციელება დაიწყო.

by magda

03.08.2022

ასოციაცია “სინერამამ” ქალაქ ონში პროექტის- “საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა” განხორციელება დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 31 ივლისს გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში გაიმართა შეხვედრა ასოციაცია “სინერამას” აღმასრულებელ დირექტორთან ზვიად დოლიძესთან და პროექტის სამუშაო ჯგუფთან.
პროექტი კინოხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით ხორციელდება. დაინტერესებული მოზარდები ორი კვირის განმავლობაში მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას კინოს შესახებ.
 მიღებული ცოდნით კინოსკოლის მოწაფეები გადაიღებენ მოკლემეტრაჟიან ფილმებს, რომელიც საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალებზე გადაიგზავნება. მიწვევის შემთხვევაში კი შერჩეული კინოსურათების ავტორები გაემგზავრებიან აღნიშნულ ღონისძიებებზე.
კინოსკოლის პედაგოგები : 👇🏻
ზვიად დოლიძე – კინო ისტორია.
გიორგი ფძაკაძე – კულტურის მენეჯერი.
გიორგი ხარებავა – კინოდრამატურგია და კინორეჟისურა.
ზურაბ ორთავიძე – კინოაპარატურა.
გიგა ჯაფარიძე – მონტაჟის მენეჯერი
 პროექტი ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის მხარდაჭერით ხორცილდება.
აღნიშნულ შეხვედრას, რომელიც ასოციაცია “სინერამას” წარმომადგენლებთან გაიმართა, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალავერდ ხვედელიანი, ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ვასილ მეტრეველი, განათლების, კულტურის ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სონია გუგეშაშვილი ესწრებოდნენ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content