ძლიერი წვიმების შედეგად სოფელ სორგითში გააქტიურდა მეწყრული პროცესები, მთიდან ჩამოწოლილმა მასამ დააზიანა სოფელში მისასვლელი საავტომობილო გზა

by magda

06.04.2022წ.

ძლიერი წვიმების შედეგად სოფელ სორგითში გააქტიურდა მეწყრული პროცესები, მთიდან ჩამოწოლილმა მასამ დააზიანა სოფელში მისასვლელი საავტომობილო გზა.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი, ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი და მერის მოადგილე ლევან შერაზადიშვილი ადგილზე იმყოფებოდნენ და გაეცნენ შექმნილ ვითარებას.
შეგახსენებთ რომ 6 აპრილს, მთიდან ჩამოწოლილმა მეწყერმა, მუნიციპალიტეტის ცენტრს სრულად მოწყვიტა საავტომობილო გზის გარკვეული მონაკვეთი.
საჭიროა მთიდან ჩამოწოლილი ნაშალი მასის წმენდა, დროებითი გზის მოწყობა და შემდგომ ნაპირსამაგრი ღონისძიებების დაგეგმვა – განხორციელება.
ონის მუნიციპალიტეტის მერის სერგი ხიდეშელის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცხმორი – ღუნდის დამაკავშირებელი ალტერნატიული შემოვლითი საფეხმავლო გზის აღდგენითი სამუშაოები, მობილიზებულია სპეცტექნიკა,
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურ კომუნიკაციაში არიან სოფლის მოსახლეობასთან.
დაზიანებული გზის მონაკვეთთან დაკავშირებით საჭიროა გეოლოგიური კვლევა, რომელიც უახლოეს პერიოდში ჩატარდება. მათ მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე მოხდება გზის სარეაბილიტრაციო სამუშაოების განხორციელება

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content