ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

by magda

28.04.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
28 აპრილს ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე, მერის წარმომადგენელთან ქალაქ ონში ლევან შერაზადიშვილთან და სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელთან ერთად, ქალაქ ონში ინფრასტრუქტურულ ობიექტზე იმყოფებოდა. ადგილზე გაეცნო გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარის და ვახტანგ მეექვსეს ქუჩაზე მიმდინარე რეაბილიტაციის პროცესს.
აღნიშნული სამუშაოები აქტიურად, გეგმა- გრაფიკზე ჩამორჩენის გარეშე ხორციელდება.
შემსრულებელი – შპს „ იერი“
ჯამური ღირებულება – 1.494.000 ლარი.
დაფინანსების წყარო – 100% სახელმწიფო
ონის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმიდინარე სამუშაოების მონიტორინგი სისტემატურად განხორციელდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content