ონის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლების საერთო კრებების და ამომრჩევლებთან კონსულტაციების ინიცირების შესახებ

ონის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლების საერთო კრებების და ამომრჩევლებთან კონსულტაციების ინიცირების შესახებ

        ონის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლების საერთო კრებების და ამომრჩევლებთან კონსულტაციების ინიცირების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ე“ და „ე.ი“ ქვეპუნქტების, 853 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „თ“ ქვეპუნქტების, 854 მუხლის პირველიპუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-13 და მე-15 პუნქტების და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის №654 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების პირველი მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტის შერჩევის მიზნით დასახლებებში, რომლებშიც რეგისტირებული ამომრჩევლების რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 500 ამომრჩეველს, მოწვეულ იქნას დასახლებების საერთო კრებები, ხოლო დასახლებებში, რომლებშიც რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა შეადგენს 500-ზე მეტ ამომრჩეველს, გაიმართოს ამომრჩევლებთან კონსულტაციები №1 დანართით განსაზღვრულ თარიღებში.

2. მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს და მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში დაევალოთ მოქალაქეებისგან საპროექტო წინადადებების მიღება და მათი კონსულტირება საპროექტო წინადადების შემუშავების პროცესში.

3. თითოეულ დასახლებაში განსახორციელებელი პროექტისთვის ზღვრული საორიენტაციო თანხის ოდენობა განისაზღვროს №1 დანართის მიხედვით.

4. მოქალაქეებისგან საპროექტო წინადადებების მიღება განხორციელდეს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურსა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის წარმომადგენლობებში ყოველდღე, 09-დან 18საათამდე, 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
5. დასახლებების საერთო კრებების სხდომების და ამომრჩევლებთან კონსულტაციების დღის წესრიგი განისაზღვროს ერთი საკითხით: დასახლებაში განსახორციელებელი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანასებელი პროექტ(ებ)ის შერჩევა.

6. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საკითხებზე მოსახლეობასთან ურთიერთობაზე და საპროექტო წინადადებების მიღებაზე უფლებამოსილი პირებად განისაზღვრონ:

თეიმურაზ გრძელიშვილი-მობილურის N591 01 04 33 ელ.ფოსტა: tgrdzelishwili@yahoo.de ;

გივი ბენდიანიშვილი-მობილურის N 591 01 03 61 ელ.ფოსტა: Gia.bendianishvili1@gmail.com;

ვალერიან გობეჯიშვილი – მობილურის N 599 76 65 40 ელ.ფოსტა: v.gobejishvili@gmail.com;

მირანდა მეტრეველი-მობილურის N 595 11 51 35 ელ.ფოსტა:_miranda.metreveli1982@ gmail.com;

7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

8.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაინტერესებული პირის მიერ, მისი გაცნობიდან 1 თვის ვადაში.

ონის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლების საერთო კრებების და ამომრჩევლებთან კონსულტაციების ინიცირების შესახებ ბრძანება N 18

 

სოფლის პროგრამის გრაფიკი ბრძანება N5 დანართი N1

სოფლის პროგრამის სამუშაო ჯგუფი  ბრძანება N19

მთავრობის N27 დადგენილება

 

Related posts

ონის სამხატვრო სკოლაში გაიმართა დამამთავრებელი ჯგუფის სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა.

28 ივნისს, ლიდა გონგაძის სახელობის ონის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრმა, ჩაატარა საანგარიშო ღონისძიება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალშია