9 სექტემბერს ონში აღმაშენებლის მოედანზე ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი “საქართველო”გაიმართა

9.09.2019წ.

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი “საქართველო”.
ფესტივალი 7 სექტემბერს “ბლექსი” არენაზე დაიწყო და დახურვა ონში 9 სექტემბერს,აღმაშენებლის მოედანზე გაიმართა.
ღონისძიება ჯგუფი “ეგარის” კონცერტით დასრულდა.
ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი და მოწვეული ფოლკლორული ჯგუფები.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო თემატური გამოფენები.
ფესტივალს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები გიორგი გონაძე და ლევან ქვათაძე
ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდნენ.

ონის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის ფოლკლორის ცენტრს და საქართველოს განათლების,მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს ღონისძიების ორგანიზებისათვის.

Related posts

ქ.ონში ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის – დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დასრულდა

ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლის სცენაზე სპექტაკლის „უცნობი” პრემიერა გაიმართა

საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებითა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში, ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი “კავკასია 2023” გაიმართა