9 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი “ონელობა – 2024“ გაიმართება

by magda

06.09.2024წ.

9 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი “ონელობა – 2024“ გაიმართება!
წლევანდელი ონელობის თემატური ქარგა, გიგა ჯაფარიძე და მისი საუკუნოვანი იუბილეა.
ღონისძიების ჩატარების არეალი ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, ზვიად გამსახურდიას ქუჩას, დავით აღმაშენებლის მოედანს და გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარს მოიცავს.
15:30 საათი
თეატრალიზებული მსვლელობა (ზვიად გამსახურდიას ქუჩა, დემეტრე II მოედანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა, დავით აღმაშენებლის მოედანი, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარი)
16:00 საათი
”ონელობა 2024“ ოფიციალური ნაწილის გახსნა.
ონის მუნიციპალიტეტის მერის სერგო ხიდეშელის მისალმება.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მასპინძლობით, ონის მუნიციპალიტეტის არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების დათვალიერება
17:00 – 18:00 საათი
ონის მუნიციპალიტეტის მერის მასპინძლობით, ამბროლაურის, ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტების არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების დათვალიერება
18:30 საათი
ონის მუნიციპალიტეტის საპატიო და ღვაწლმოსილი მოქალაქეების დაჯილდოება.
ონის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიანტებზე დიპლომების გადაცემა.
19:00 საათი
დავით აღმაშენებლის მოედანზე ბრენდირებული ჰელიუმის ბუშტების გაშვება
19:00 საათი
გალა – კონცერტი
ონელობა როგორც დღესასწაული 2008 წლიდან აღინიშნება და წელს მე-16 ონელობას ვიზეიმებთ. ამ დღეს, ონის მუნიციპალიტეტი უამრავ სტუმარს უმასპინძლებს, რომლებსაც საშუალება ექნებათ გაეცნონ ოთხი მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიულ ნიმუშებს, ფოლკლორს და კულინარიას.
დღესასწაულის დასკვნითი ნაწილი გალა კონცერტით დაიხურება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content