9 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი “ონელობა – 2022“ გაიმართება

08.09.2022წ.

9 სექტემბერს ონის მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი “ონელობა – 2022“ გაიმართება!
ღონისძიების ჩატარების არეალი ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, დავით აღმაშენებლის მოედანს და გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარს მოიცავს.
ონელობა როგორც დღესასწაული 2008 წლიდან აღინიშნება და წელს მე-15 ონელობას ვიზეიმებთ. ამ დღეს, ონის მუნიციპალიტეტი უამრავ სტუმართან ერთად, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებს უმასპინძლებს. დღესასწაულის სტუმრები გაეცნობიან ოთხი მუნიციპალიტეტის ეთნოგრაფიულ ნიმუშებს, ფოლკლორს და კულინარიას.
“ონელობა 2022“ ტრადიციულ დღესასწაულზე ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების მიერ მოხდება საპატიო და ღვაწლმოსილი ონელების, 2020-2021 და 2021-2022 სასწავლო წლების კურსდამთავრებული მედალოსნების დაჯილდოება.
დღესასწაულის დასკვნითი ნაწილია გალა კონცერტი – “შქმერის მთა გადავიარე… ზურა ბაკურაძე“. კონცერტის შემდეგ, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში საზეიმოდ გაიხსნება ზურა და გივი ბაკურაძეების სახელობითი ვარსკვლავი, როგორც პროფესიონალიზმის, ღირსების, ადამიანების სიყვარულისა და საკუთარ კუთხეზე უზომოდ შეყვარებული ხელოვანი ძმების სიმბოლო.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძემ, რაჭა- ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან ელენე მაისურაძესთან ერთად, ონის საჭიდაო სკოლას ესტუმრა და წარმატებულ სპორტსმენს ელენე იჩქიტიძეს მიღწეული შედეგები მიულოცა