9 ნოემბერს ღია შეხვედრების ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტის ფარახეთის თემის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა, რომელსაც სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ

9.11.2019წ.

9 ნოემბერს ღია შეხვედრების ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტის ფარახეთის თემის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა, რომელსაც სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ .

შეხვედრაზე გაჟღერდა სოფლებში არსებული პრობლემური და პრიორიტეტული საკითხები.
ონის მუნიციპალიტეტის მერის ემზარ საბანაძის განცხადებით,სოფლებში ჯერ კიდევ გადაუჭრელი და მოუგვარებელი პრობლემების გათვალისწინება შესაძლებლობის ფარგლებში მოხდება მომდევნო წლების ბიუჯეტში.
რწმუნებულის მოადგილემ რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში გიორგი გონაძემ ადგილობრივ მოსახლეობას სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ პროექტებში ჩართულობისკენ მოუწოდა.
რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსმა, გიორგი მაქარაშვილმა მოსახლეობას რეგიონში მიმდინარე სახელმწიფო პროგრამები და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი აქტივობები გააცნო, სადაც მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

Related posts

განცხადება

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ ვალერიან გობეჯიშვილთან და განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროს მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, ა(ა)იპ ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებსა და თანამშრომლებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან და მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა