11
09.05.2024წ.
9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა.
დღეს 9 მაისს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად, ტრადიციულად, მეორე მსოფლიო ომში გმირულად დაღუპული გალაქტიონ რაზმაძისა და ერმალო კობერიძის ბიუსტები ყვავილებით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მეომრების ხსოვნას.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით – 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ.