7 მარტს ონის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სამუსიკო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს ცნობილი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები.

მომღერალ გოგონათა გუნდმა შეასრულა რევაზ ლაღიძის “ჰერიო ბიჭებო”.
სამუსიკო სკოლის დირექტორმა ელისო ჩიკვილაძემ ქალბატონებს რვა მარტი და გაზაფხულის დღესასწაული მიულოცა.
სარვამარტო ღონისძიებას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.

 

Related posts

ქ.ონში ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის – დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დასრულდა

ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლის სცენაზე სპექტაკლის „უცნობი” პრემიერა გაიმართა

საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებითა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში, ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი “კავკასია 2023” გაიმართა