6 ნოემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა-ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან და მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან

6.11.2019წ.

მიმდინარე წლის 6 ნოემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა-ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან და მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.
შეხვედრის დასაწყისში მერმა წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ონის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამონადირეო კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით, აღნიშნული პროექტის განხორცილება ინვესტიციების მოზიდვას და მუნიციპალიტეტის განვითარებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრაზე ემზარ საბანაძემ წარმომადგენლებისაგან მოისმინა ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულებში ამ დროისათვის არსებულ მდგომარეობის შესახებ, გაეცნო ზამთრის სეზონისათვის მზადების პროცესს და ისაუბრა სამომავლოდ დაგეგმილ პრიორიტეტულ საკითებზე რომლთა გათვალისწინებაც შესაძლებლობის ფარგლებში მოხდება მომავალი წლის ბიუჯეტში.
წარმომადგენლებს მიეცათ დავალება,ზამთრის საზონის დადგომამდე დამატებითი მონიტორინგი აწარმოონ ადმინისტრაციულ ერთეულებში, მიმდინარე წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რათა დროულად მოხდეს ხარვეზების აღმოჩენა და მათი აღმოფხვრა.
თემებში კვლავ პრობლემად რჩება საშეშე მერქნის მოპოვების საკიხთი, მერიის მხრიდან კვლავ გაკეთდება შუამდგომლობა შესაბამის სამსახურებთან აღნიშნული პრობლემების დროულად მოსაგვარებლად.
შეხვედრას ესწრებოდა ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ გრძელიშვილი, შ.პ.ს „ მოედანი 2009“ ხელმძღვანელი კახა ჩიკვილაძე და შპს „კომუნალური სამსახურის ხელმძღვანელი“ ალექსანდრე გამყრელიძე.

Related posts

სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერთან დავით ლობჟანიძესთან ერთად, სხვადასხვა სფეროში ღვაწლმოსილ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა

ონის მუნიციპალიტეტის მერის დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა

მოხალისეთა ორგანიზაციას – ა(ა)იპ „ახალგაზრდები და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა