06.05.2022
6 მაისს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბაჩანა მარკოიშვილმა, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავჯდომარესთან გივი მეტრეველთან, ფრაქცია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თავჯდომარესთან ვასილ მეტრეველთან და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან გივი ბენდიანიშვილთან ერთად მოინახულა სოფელ ხურუთის გრუნტის საფარიანი გზის სარეაბილიტაციოდ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები.
პროექტის მიხედვით მოეწყობა ცემენტო-ბეტონის: საფარი, სანიაღვრე არხები , გზის დამჭერი ქვედა და ზედა საყრდენი კედლები.
პროექტის ღირებულება
131’000 ლარს შეადგენს.