11
18 ივნისს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა-ემზარ საბანაძემ მორიგი სხდომა გამართა მერიის სამსახურის ხელმძღვანელებთან და ა(ა)იპ დაწესებულებების დირექტორებთან.
შეხვედრაზე თითოეულმა ხელმძღვანელმა შეაჯამა გასული კვირის საქმიანობის შედეგები და ასევე მიმდინარე სამუშაო პროცესი, ისაუბრეს არსებულ ხარვეზებზე და მათი აღმოფხვრის გზებზე.
სამსახურების ხელძღვანელებმა და ა(ა)იპ დაწესებულებების დირექტორებმა მერისგან მიიღეს მითითებები, რათა სამუშაო პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრით მათი საქმიანობა შედეგზე ორიენტირებული და მეტად წარმატებული გახდეს.