4 თებერვალს, შოთა ბუგიანიშვილის სახელობის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის შენობაში თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა “ოფთალმიჯი“ ატარებს უფასო კონსულტაციას.

03.02.2026წ.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და ონის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, 4 თებერვალს, ოთხშაბათს, 11:00 საათიდან – 14:00 საათამდე, შოთა ბუგიანიშვილის სახელობის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის შენობაში თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა “ოფთალმიჯი“ ატარებს უფასო კონსულტაციას.
აქციის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საშუალება ექნება, ექიმი-ოფთალმოლოგისგან მიიღოს უფასო სამედიცინო კონსულტაცია და მომსახურება (გარდა სათვალის შერჩევისა).
მსურველებმა თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ მითითებულ ნომერზე: 597 04 13 04

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო