24.02.2026წ.

ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდობის სააგენტო იწყებს პროექტს, რომლის მიზანია რეგიონებში ახალგაზრდული სფეროს გაძლიერება, ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის ზრდა და შესაძლებლობებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.
საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა თითო ახალგაზრდა დელეგატი.
თუ ხარ 16-დან 29 წლამდე;
ხარ აქტიური, მოტივირებული და გიყვარს კომუნიკაცია;
გინდა რეალური ცვლილების ნაწილი გახდე;
ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
რას საქმიანობს დელეგატი?
გაავრცელებს ინფორმაციას ახალგაზრდული პროგრამებისა და შესაძლებლობების შესახებ;
ითანამშრომლებს ადგილობრივ ახალგაზრდებთან;
ორგანიზებას გაუწევს საინფორმაციო შეხვედრებსა და მცირე აქტივობებს;
იქნება ახალგაზრდებსა და სააგენტოს შორის საკომუნიკაციო ხიდი.
რას მიიღებ?
სპეციალურ გადამზადებას თბილისში;
ლიდერული და ციფრული უნარების განვითარებას;
ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდულ ქსელში ჩართვას;
გამოცდილებას, კარიერული ზრდის მიზნით.
საუკეთესო დელეგატებს ელოდებათ საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი.
განაცხადების მიღება: 2026 წლის 20 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით
დეტალური ინფორმაცია და რეგისტრაცია: https://forms.office.com/e/7imztg06zA?origin=lprLink
გახდი შენი მუნიციპალიტეტის ხმა!

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო