31 ოქტომბერს, ონის მუნიპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

31.10.2019წ.

31 ოქტომბერს, ონის მუნიპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ, რომ ინფორმაციისა და მონაცემების შეგროვების პროცესის პარალელურად, საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის შემუშავებაში ჩართულობისთვის საინფორმაციო შეხვედრები გაიმართოს სამიზნე ჯგუფებთან. ამას გარდა, მერიის შესაბამის სამსახურებს დაევალა მათ კომპეტენციას განკუთვნილ საკურატორო სფეროებთან მიმართებით კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების განხორციელება დოკუმენტის სტრუქტურის შინაარსობრივი მხარის შესამუშავებლად.

Related posts

დღეს ონის მუნიციპალიტეტში საყოველთაო დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიურად ჩაერთო.

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო