30.05.2022
30 მაისს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბაჩანა მარკოიშვილმა, პირველ მოადგილესთან ალავერდი ხვედელიანთან, მოადგილე – გიორგი მარკოიშვილთან და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე – გივი მეტრეველთან ერთად , სოფელ ხურუთის გრუნტის საფარიანი გზის სარეაბილიტაციოდ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მოინახულა.
პროექტის მიხედვით მოეწყობა ცემენტო-ბეტონის: საფარი, სანიაღვრე არხები , გზის დამჭერი ქვედა და ზედა საყრდენი კედლები.
დღეის მდგომარეობით მოწყობილია გზის დამჭერი ზედა და ქვედა საყრდენი კედლები, მიმდინარეობს სამუშაოები საავტომობილო გზაზე ასფალტო – ბეტონის საფარისთვის საფუძვლის მოსაწყობად.