29 დეკემბერს გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში გაიმართა ორი დიდი ღონისძიება – ქალბატონ ელეონორა ნანიშვილის დაბადებიდან 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო და საახალწლო შემაჯამებელი კონცერტი.

by magda

30.12.2022

 ქალბატონი ელეონორა კულტურის სფეროს ღვაწლმოსილი მოღვაწე, მომღერალი, მსახიობი და პედაგოგი გახლავთ. მიღებული აქვს უამრავი ჯილდო და სიგელი. გამოირჩევა განსაკუთრებული ვოკალური მონაცემებით.
საახალწლო შემაჯამებელ კონცერტზე კულტურის სახლის სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფები მრავალფეროვანი მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content