27 მარტს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

by magda

ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.

თათბირს ესწრებოდა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე.
შეხვედრაზე მერმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პირველი მოადგილე დიმიტრი საყვარელიძე.
თათბირის მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვას და მიმდინარეობას დაეთმო.
მუნიციპალიტეტის მერმა შესაბამის სამსახურებს მოუწოდა, ნებისმიერი პროექტის შესრულებისას მაქსიმალურად გაკონტროლდეს ხარისხი და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები.
მერის წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაციები წარმოადგინეს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ ყოფით პრობლემებესა და პრიორიტეტულ საკითხებზე , რომლებიც მყისიერ რეაგირებას საჭიროებს, მათ შორის განიხილეს სოფლებში საპენსიო ასაკის მოქალაქეების მომსახურების გაუმჯობესების საკითხი.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ეკა მაისურაძემ მადლობა გადაუხადა მერის წარმომადგენელს პაატა ჯაფარიძეს, ასევე სოფლის დეპუტატს გიორგი სულაძეს ზუდალი – სევის გზაზე განხორციელებული დასუფთავების აქციის ორგანიზების გამო და მოუწოდა მერის წარმომადგენლებს ინიციატივა საკუთარ ადმინისტრაციულ ერთეულებშიც განახორციელონ.

55649718_2136353499787365_5221351897335595008_n 55653324_2136353809787334_4231971073639317504_n 55698547_2136353169787398_3563658056254357504_n

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content