27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა

27.01.2022წ.

27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა.
ამ დღის აღნიშვნის მიზანი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა გახსენება, ანტისემიტიზმის საფრთხეზე დაფიქრება და ტოლერანტობის მნიშვნელობის კიდევ ერთხელ გააზრებაა.
დღეს ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგო ხიდეშელმა, მოადგილე ლევან შერაზადიშვილმა, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელმა ონში და ონის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა ყვავილებით შეამკეს ჰოლოკოსტის მემორიალი.
2020 წლის 2 სექტემბერს, ონის სინაგოგის 125 წლისთავზე, ქ. ონში, ქართველთა და ებრაელთა ძმობის ნიშნად გაიხსნა ისტორიული მემორიალი, რომელიც ეძღვნება ნაცისტური რეჟიმის მიერ განადგურებული 6 მილიონი ებრაელის სიცოცხლეს და რაჭის ღირსეული შვილის, ქართველი “შინდლერის”, სერგი მეტრეველის ნათელ ხსოვნას.
შეგახსენებთ, რომ ქალაქი ონი ამით გახდა ერთადერთი მთელ აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ საბჭოეთში, სადაც არასდროს მომხდარა ებრაელთა დევნა და მონუმენტი მიეძღვნა ჰოლოკოსტის მსხვერპლთ. იმავდროულად, ბუნებრივია, ონი არის პირველი ქალაქი საქართველოში, სადაც აღმართულია ჰოლოკოსტის მემორიალი.
ონის მუნიციპალიტეტის მერია პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას ეს თარიღი აღნიშნავს ნაცისტური რეჟიმისა მიერ ჩადენილ გენოციდს, რამაც ჩვიდმეტი მილიონი ადამიანის, მათ შორის ექვსი მილიონი ებრაელის სიკვდილი გამოიწვია.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძემ, რაჭა- ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან ელენე მაისურაძესთან ერთად, ონის საჭიდაო სკოლას ესტუმრა და წარმატებულ სპორტსმენს ელენე იჩქიტიძეს მიღწეული შედეგები მიულოცა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა