24 ოქტომბერს ონის მუნიციპალიტეტის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლაში ონის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების 25 წარჩინებული მოსწავლე სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის HP ბრენდის პერსონალური კომპიუტერებით დასაჩუქრდა

by magda

24.10.2019წ.

მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს ონის მუნიციპალიტეტის სიმონ სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლაში ონის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების 25 წარჩინებული მოსწავლე სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის HP ბრენდის პერსონალური კომპიუტერებით დასაჩუქრდა.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი შალუტაშვილი, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად.
მოსწავლეთა წახალისების პროექტი, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს, მიზნად ისახავს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და სწავლის პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობას.
აღნიშნული პროგრამა 2009 წლიდან ხორციელდება პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, მერიის და შაკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, რომლებმაც წარჩინებულ მოსწავლეებს მიულოცეს დამსახურებული ჯილდო და წარმატებები უსურვეს მომავალშიც ერის და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content