22 ოქტომბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში,” ნატოს დღეები 2019″- ის ფარგლებში მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

by magda

22.10.2019წ.

22 ოქტომბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში,” ნატოს დღეები 2019″- ის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ „ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის” რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელი თამარ გოგოლაძე და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი- გიორგი მუჩაიძე.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content