21 ოქტომბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან

by magda

21.10.2019წ.

21 ოქტომბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე სამსახურის უფროსებმა ისაუბრეს გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ, განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, ყურადღება დაეთმო ნატოს დღეების ფარგლებში 22 ოქტომბერს დაგეგმილი საინფორმაცო შეხვედრის საკითხს, ასევე ბოლო პერიოდში განხორციელებულ და დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებს.
მერის განცხადებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხის და ვადების უმკაცრეს კონტროლს , ასევე მერიაში შემოსულ კორესპოდენციებზე დროულ რეაგირების საკითხს.
ემზარ საბანაძემ სამსახურების ხელმძღვანელებს, პრობლემურ საკითხებზე დროულად რეაგირების მიზნით, კონკრეტული დავალებები მისცა.
სამუშაო კვირის განმავლობაში იგეგმება ასევე დამატებითი ინდივიდუალური შეხვედრები და კონსულტაციები,სამუშაო პროცესის ეფექტიანობის და შედეგიანობის გაზრდის მიზნით.
შეხვედრას ესწრებოდა შ.პ.ს „ მოედანი 2009“ ხელმძღვანელი კახა ჩიკვილაძე .

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content