83
21.06.2022
21 ივნისს ონის მუნიციპალიტეტში გაიმართა შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის – (UNDP) „მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობების გაუმჯობესება ადგილობრივი პარტნიორობის გამოყენებით“ პროექტის ფარგლებში შექმნილ საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან.
აღნიშნულ შეხვედრაზე განხილული იქნა შრომის ბაზრის გამოწვევები საქართველოში.
შეხვედრას უძღვებოდა პროექტის მენეჯერი ბატონი რევაზ საყვარელიძე და სსიპ კოლეჯი „ერქვანი”-ს დირექტორი ფრიდონ ბუაძე.
შეხვედრას ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალავერდი ხვედელიანი, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეებთან ერთად ესწრებოდა.