21 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის შურა მაისურაძის სახელობის საჭიდაო დარბაზში გაიმართა ისრაელისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის, მიუნხენის ოლიმპიური თამაშების მონაწილის, სპორტის ოსტატის იაშა ხახიაშვილის სახელობის სამხარეო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში

21.08.2019წ.

21 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტის შურა მაისურაძის სახელობის საჭიდაო დარბაზში გაიმართა ისრაელისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის, მიუნხენის ოლიმპიური თამაშების მონაწილის, სპორტის ოსტატის იაშა ხახიაშვილის სახელობის სამხარეო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში.
ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ:
I ადგილი
ლუკა გობეჯიშვილი (54კგ)
გიორგი გობეჯიშვილი (52კგ)
ბუხრაშვილი ნიკოლოზი ( 38კგ)
გვიმრაძე ნიკოლოზი ( 23 კგ)
II ადგილი
მაისურაძე ლუკა (32 კგ)
III ადგილი
ჩიკვილაძე გიორგი ( 48კგ)
გვიმრაძე რეზი ( 36 კგ)
ჩალაძე ტატო ( 38 კგ).
გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს ონის, მეორე ამბროლაურის და მესამე ჭრებალოს საჭიდაო სკოლის მოსწავლეებმა.
იაშა ხახიაშვილის სახელობის ტურნირს ესწრებოდნენ იაშა ხახიაშვილის ოჯახის წევრები ისრაელიდან,ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, მოადგილეებთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები.

Related posts

ქ.ონში ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის – დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დასრულდა

ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლის სცენაზე სპექტაკლის „უცნობი” პრემიერა გაიმართა

საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებითა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში, ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი “კავკასია 2023” გაიმართა