18.02.2025 წ.
2025 წლის, 4 მარტს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იწყება!
2025 სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ონის მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრულია 648 000 ლარი, წილობრივი თანადაფინანსება შეადგენს 172 660 ლარი. ამ პროგრამის ფარგლებში განისაზღვრა 820 660 ლარი.
შეგახსენებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა მოხდება დასახლების საერთო კრებებზე.
შესაძლებლობა გაქვთ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესარჩევი საპროექტო წინადადების ელექტრონული განაცხადი წარმოადგინოთ ყოველდღიურად 9:00 დან 18 საათამდე, 13 მარტის ჩათვლით, ელ.მისამართზე onismeria@gmail.com.
მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ თითოეულ საპროექტო წინადადებაზე, შესაბამისი სოფლის დასახლების საერთო კრებაზე, ჩატარდება ღია კენჭისყრა და შეირჩევა ხმების უმრავლესობით უპირატესი პროექტი. გთხოვთ გაითვალისწინოთ და დასახლების საერთო კრებაზე დასწრების დროს იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, კრებაზე რეგისტრაციის მიზნით.
გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება;
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საკითხებზე მოსახლეობასთან ურთიერთობაზე და საპროექტო წინადადებების მიღებაზე უფლებამოსილი პირები არიან:
სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი – გია ბენდიანიშვილი ტელ: 591 01 03 71;
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი – თინათინ ბროლაშვილი ტელ: 591010376;
მერიის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელი – მირანდა მეტრეველი ტელ; 595 11 51 35.
https://oni.gov.ge/soflis-mxardaceris-saxelmwifo-programa/