2024 წლის, 26 იანვარს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იწყება

25.01.2024წ.

2024 წლის, 26 იანვარს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იწყება!
2024 სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ონის მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრულია 648 000 ლარი.
შეგახსენებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა მოხდება დასახლების საერთო კრებებზე.
შესაძლებლობა გაქვთ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესარჩევი საპროექტო წინადადების ელექტრონული განაცხადი წარმოადგინოთ ყოველდღიურად 09-დან 18 საათამდე, 9 თებერვლის ჩათვლით, ელ.მისამართზე onismeria@gmail.com.
მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ თითოეულ საპროექტო წინადადებაზე, შესაბამისი სოფლის დასახლების საერთო კრებაზე, ჩატარდება ღია კენჭისყრა და შეირჩევა ხმების უმრავლესობით უპირატესი პროექტი. გთხოვთ გაითვალისწინოთ და დასახლების საერთო კრებაზე დასწრების დროს იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, კრებაზე რეგისტრაციის მიზნით.
გთავაზობთ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიებს, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით:
სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);
სარწყავი სისტემები;
სანიაღვრე არხები;
ნაპირსამაგრი სამუშაოები;
გზები და გზისპირა მოსაცდელები, აგრეთვე ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა;
ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
გარე განათება;
სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;
სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება;
მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საკითხებზე მოსახლეობასთან ურთიერთობაზე და საპროექტო წინადადებების მიღებაზე უფლებამოსილი პირები არიან;
სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი – გია ბენდიანიშვილი ტელ: 591 01 03 71;
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი – თინათინ ბროლაშვილი ტელ: 591010376;
მერიის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელი – მირანდა მეტრეველი ტელ; 595 11 51 35.

Related posts

2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესაბამისად არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებზე, საახალწლო-საშობაოდ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ

სოფელ შეუბანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ პატარა ღებში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს