2023-2024 სასწავლო წლის მეორე სემესტრის წარმატებული სტუდენტებისთვის ონის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიის მინიჭების კონკურსი დაიწყო.

3.08.2024წ.

სტუდენტთა საყურადღებოდ!
2023-2024 სასწავლო წლის მეორე სემესტრის წარმატებული სტუდენტებისთვის ონის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიის მინიჭების კონკურსი დაიწყო.
აღნიშნული კონკურსი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ იმ საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტებზე სტიპენდიის გაცემას, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დამთავრებული აქვთ ონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის X, XI, XII კლასები, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიღებული აქვთ დადებითი შეფასება (91 ქულა და მეტი) იმავე საფეხურის, წინა სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად;
აკადემიური მოსწრების გამოთვლა ხდება უმაღლესი სასწავლებლის მიერ მოწოდებული დოკუმენტის საფუძველზე, საშუალო არითმეტიკულის გამოთვლით, დამრგვალების გარეშე.
კონკურსის მიზანია ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სწავლის სტიმულირება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა ონის მუნიციპალიტეტის მერიაში (შემდგომში -მერია) უნდა წარმოადგინოს
შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
გ) 2 ფერადი ფოტოსურათი (3×4);
დ) მოქალაქის საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ცნობა, რომ ბოლო სამი წელი (X, XI, XII კლასები) სწავლობდა ონის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში;
ვ) ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა, სტუდენტის ჩარიცხვის თარიღის, ფაკულტეტის, სპეციალობისა და კურსის მითითებით;
ზ) თუ განმცხადებელი ბაკალავრია – ცნობა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტის წინა სემესტრის შედეგების შესახებ;
თ) თუ განმცხადებელი მაგისტრანტია – ცნობა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტის წინა სემესტრის შედეგების შესახებ.
ი) თუ ორ ან მეტ სტუდენტს, სტუდენტის წინა სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრების დოკუმენტის თანახმად, მიღებული აქვს თანაბარი ქულა, ბაკალავრის შემთხვევაში დამატებით უნდა წარმოადგინოს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების აბსოლუტური ქულების ჯამით, რანჟირების დოკუმენტი, ხოლო მაგისტრის შემთხვევაში, საერთო სამაგისტრო პროგრამებზე, მისაღებ გამოცდაზე სპეციალობაში მიღებული შეფასების შედეგი;
კ) საბანკო რეკვიზიტები.
მერიის შესაბამისი სამსახური უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.
კონკურსი მოიცავს ორ ეტაპს:
დოკუმენტების მიღება – პირველი ეტაპი;
დოკუმენტების განხილვა – მეორე ეტაპი.
დოკუმენტების მიღებას აწარმოებს ონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება (მისამართი: ქ. ონი დ. აღმაშენებლის ქუჩა N40)
რეგისტრირებული დოკუმენტაცია განსახილველად გადაეცემა ონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურს.
სამსახური შეისწავლის დოკუმენტაციას და შეჰყავს ინფორმაცია კონკურსანტთა რეესტრში.
არასრული დოკუმენტაციის/მონაცემების წარმოდგენის შემთხვევაში, სამსახური აცნობებს კონკურსანტს აღნიშნულის შესახებ, განცხადებაში მითითებული საკომუნიკაციო საშუალების მეშვეობით და აძლევს 5 სამუშაო დღეს, ხარვეზის გამოსასწორებლად.
თუ კონკურსანტი არ გამოასწორებს ხარვეზს, სამსახური არ განიხილავს კონკურსანტის განაცხადს.
2023-2024 სასწავლო წლის მეორე სემესტრის განმავლობაში მიღებული შეფასებების მიხედვით სტიპენდიების მისაღებად განაცხადების მიღება იწარმოებს 2024 წლის 1 ოქტომბრამდე.
გთხოვთ, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მითითებულ ვადებში წარმოადგინოთ შესაბამისი დოკუმენტაცია!
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელს – მანანა ჩაგელიშვილი – ტელ: 555 359 229
გისურვებთ წარმატებებს!

Related posts

განცხადებების მიღება დაიწყო

 სატენდერო წინადადებების მიღება სოფელ პიპილეთი-ჟაშქვის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე (მესამე ეტაპი) დასრულდა

ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალი ნაგავმზიდი მოემსახურება