16.01.2023წ.
2023 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო!
2023 სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ონის მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრულია 648 000 ლარი.
შეგახსენებთ, რომ ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა მოხდება დასახლების საერთო კრებებზე (იხ. დასახლების საერთო კრებების გრაფიკი)
შესაძლებლობა გაქვთ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შესარჩევი საპროექტო წინადადების ელექტრონული განაცხადი წარმოადგინოთ მიმდინარე წლის 6 თებერვლამდე ელ.მისამართზე onismeria@gmail.com (იხ.ელექტრონული განაცხადის ფორმა)
მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ თითოეულ საპროექტო წინადადებაზე, შესაბამისი სოფლის დასახლების საერთო კრებაზე, ჩატარდება ღია კენჭისყრა და შეირჩევა ხმების უმრავლესობით უპირატესი პროექტი. გთხოვთ გაითვალისწინოთ და დასახლების საერთო კრებაზე დასწრების დროს იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, კრებაზე რეგისტრაციის მიზნით.
გთავაზობთ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიებს, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით:
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საკითხებზე მოსახლეობასთან ურთიერთობაზე და საპროექტო წინადადებების მიღებაზე უფლებამოსილი პირები არიან;
სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი – თეიმურაზ გრძელიშვილი ტელ: 591 01 04 33;
ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი – გივი ბენდიანიშვილი ტელ: 591 01 03 61;
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი – თინათინ ბროლაშვილი ტელ: 591010376;
მერიის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების ხელმძღვანელი – მირანდა მეტრეველი ტელ; 595 11 51 35.