2022 წლის “ონის ეტალონი მოსწავლის” ტიტული უწერის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე – ანი მეტრეველმა მოიპოვა

13.05.2022წ.

2022 წლის “ონის ეტალონი მოსწავლის” ტიტული უწერის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე – ანი მეტრეველმა მოიპოვა!
ვულოცავთ ანის და უწერის საჯარო სკოლის პედაგოგებს ამ წარმატებას!
პროექტი ეტალონი ეს არის შესაძლებლობა, რომელიც განათლების ხარისხის ამაღლებაში ეხმარება ჩვენს მოსწავლეებს.
შეგახსენებთ, რომ ანი მონაწილეობას მიიღებს დასკვნით ღონისძიებაში, რომელიც ასევე დისტანციურ რეჟიმში, ივლისის თვეში გაიმართება. გამარჯვებული სამეული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული სასაჩუქრე ვაუჩერებით დაჯილდოვდება.

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა