2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა

by magda

08.08.2024წ.

8 აგვისტო უმძიმესი დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 16 წელი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რომელმაც ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა.
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ – გიორგი ნოდარიშვილმა, მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე – ალავერდ ხვედელიანთან და მერიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული, პოლიციის ლეიტენანტის – გიგა სახელაშვილის მემორიალი ყვავილებით შეამკო და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
მარადიული ხსოვნა და დიდება იყოს აგვისტოს ომში დაღუპული გმირების, რომლებმაც სამშობლოს ყველაზე ძვირფასი -საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content