20 ნოემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან

by magda

20.11.2019წ.

20 ნოემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.
თათბირის დასაწყისში საუბარი შეეხო სოფელ ხიდეშლებსა და ირში ამ დროისათვის არსებულ ვითარებას,მერის განცხადებით ადგილზე კვლავ მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური,სოფელ ხიდეშლებში ხანძარი თითქმის ლოკალიზებულია,სოფელ ირის მიმდებარედ გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
შეხვედრაზე განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში გამოკვეთილი პრობლემური საკითხები, რომლის გათვალისწინება შესაძლებლობის ფარგლებში მოხდება მომდევნო წლების პრიორიტეტების დაგეგმვისას.
მერის განცხადებით, ნებისმიერი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი ვალდებულია იზრუნოს თავის თემში არსებული პრობლემების დროულ რეაგირებსა და მოგვარებზე.
მერის პირველი მოადგილის დიმიტრი საყვარელიძის განცხადებით თითოეულმა წარმომადგენელმა დროულად უნდა მიაწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულებში დაგეგმილი პროექტების შესახებ,რათა არ მოხდეს ერთი და იგივე საკითის მრავალჯერ გაჟღერება და მოსახლეობაში არ გაჩნდეს მათ მიერ დაყენებული საკითების მიმართ უყურადღებობის განცდა.
წარმომადგენლებმა მერისგან მიიღეს მითითებები, რომ მათი საქმიანობა შედეგზე ორიენტირებული და მეტად წარმატებული გახდეს.
შეხვედრას ესწრებოდა ინფრასტრუქტურის სამასახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ გრძელიშვილი და შპს „კომუნალური სამსახურის ხელმძღვანელი“ ალექსანდრე გამყრელიძე.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content