გამოფენაზე ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების 80-მდე ნამუშევარი (ფერწერა, გრაფიკა, თექა, ბატიკა) იყო წარმოდგენილი.
გამოფენას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულის მოადგილე გიორგი გონაძე და რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
გამოფენის მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ეკა მაისურაძემ.