19 ივლისს ონის მუნიციპალიტეტის მერმა-ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა

შპს ,,იერი”, შპს ,,ურიში”, შ.პ.ს “ექსპერტიზა – მშენებლობა – დიზაინი”, შ.პ.ს “ჯეტა” კომპანიის წარმომადგენლობასთან და ი/მ დიმიტრი გოშაძესთან

მიმდინარე წლის 19 ივლისს ონის მუნიციპალიტეტის მერმა-ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს ,,იერი”, შპს ,,ურიში”, შ.პ.ს “ექსპერტიზა – მშენებლობა – დიზაინი”, შ.პ.ს “ჯეტა” კომპანიის წარმომადგენლობასთან და ი/მ დიმიტრი გოშაძესთან.
️შეხვედრაზე განიხილეს სოფელ ბოყვაში სპორტული მოედნის, კვაშხიეთში თავშეყრის ადგილის, შქმერში წყლის სისტემის და სოფელ სორში გადასასვლელის მოწყობის სამუშაოები, ასევე ქ.ონში სანიაღვრე არხების წმენდის ,ქაფიანიძის II ჩიხის დაზიანებული ღელის კალაპოტის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების და ქ. ონის ქუჩების და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის (პირველი ეტაპი) სამუშაოები,ხოლო სოფლებში( ხირხონისში, ლაგვანთაში, ღარში ნიგვზნარაში)ახალი ამბულატორიების მშენებლობის, სამუშაოების შესრულების საკითხები. საუბარი შეეხო აღნიშნული სამუშაოების შესრულების ვადებისა და ხარისხის კონტროლს, ასევე სხვა საყურადღებო საკითხებს.
სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების წარმომადგენლებს და ინდ. მეწარმე დ.გოშაძეს შეხვედრაზე მიეცათ გარკვეული მითითებები და შენიშვნები პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებზე გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად.

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა