18.11.2019წ.
18 ნოემბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან.
სამსახურის უფროსებმა ისაუბრეს გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ , განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, ქალაქში სასმელი წყლით მომარაგების საკითხის მოწესრიგება, ასევე ისაუბრეს ბოლო პერიოდში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე.
მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი საყვარელიძემ ბიუჯეტის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, შეხვედრის დასასრულს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მიმდინარე კვირას შესასრულებელი კონკრეტული დავალებები გასცა, აღნიშნულ საკითხებზე მონიტორინგი შესაბამის სამსახურებს დაევალათ.
შეხვედრას ესწრებოდნენ შ.პ.ს „ მოედანი 2009“ ხელმძღვანელი კახა ჩიკვილაძე და შპს „კომუნალური სამსახურის ხელმძღვანელი“ ალექსანდრე გამყრელიძე.