18 ნოემბერს,ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად სოფელ ირში იმყოფებოდა,მერი გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით და მოინახულა გზა,საიდანაც ხანძრის კერამდე მისვლაა შესაძლებელი

by magda

18.11.2019წ.

მიმდინარე წლის 18 ნოემბერს,ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან ერთად სოფელ ირში იმყოფებოდა,მერი გაესაუბრა ადგილობრივ მოსახლეობას შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით და მოინახულა გზა,საიდანაც ხანძრის კერამდე მისვლაა შესაძლებელი.
ამ დროისთვის ხანძრის კერა არ მდებარეობს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე,მიუხედავად ამისა სოფელ ირიდან 2 კილომეტრში მობილიზებულია სახანძრო-სამაშველოს შესაბამისი ტექნიკა, ასევე წესრიგდება გზა,საიდანაც ხანძრის კერამდე მისვლა და გავრცელების შემთხვევაში დროული რეაგირება იქნება შესაძლებელი.
სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და სოფელს საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content