ვროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ხელშეწყობით, საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი პროექტები ხორციელდება

by magda

07.02.2023წ.

ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ხელშეწყობით, საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი პროექტები ხორციელდება. საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ურბანული გარდაქმნის ხელშეწყობა, საზოგადოებრივი სივრცეების რეაბილიტაცია და მოწყობა, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, სკოლამდელი განათლების გაუმჯობესება და ხარისხიანი მუნიციპალური სერვისების განვითარება.
ადგილობრივი ინიციატივები ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის, „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის“ (EU4ITD) ფარგლებში, რომელიც ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების ხელშეწყობას და საქართველოს რეგიონებში ცხოვრების დონის ამაღლებას ემსახურება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ონში ერთ-ერთ მოედანზე გაიხსნება ღია საზაფხულო კინოთეატრი, რომელიც ახალგაზრდებისთვის ორგანიზებულ კინოჩვენებებს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით გამართულ ტრენინგებს, შემეცნებით დისკუსიებსა და საჯარო შეხვედრებს უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი პროექტები შეირჩა 30,800 ევროს ღირებულების საგრანტო კონკურსის მეშვეობით, რომელშიც 22 მუნიციპალიტეტი ჩაერთო. შეფასების კომისიამ, რომელშიც გაეროს განვითარების პროგრამის, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ, 52 საპროექტო იდეა განიხილა და ექვსი გამარჯვებული შეარჩია. თითოეულმა გამარჯვებულმა ინიციატივამ 4,500-დან 6,000-მდე ევროს ოდენობის დაფინანსება მიიღო.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content