17-18 ოქტომბერს, ქალაქ ონში, რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის წევრებისთვის დემოკრატიისა და მოქალაქეობის სასწავლო კურსი მიმდინარეობს

18.10.2020წ.

17-18 ოქტომბერს, ქალაქ ონში, რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის წევრებისთვის #დემოკრატიისა და #მოქალაქეობის სასწავლო კურსი მიმდინარეობს. ტრენინგს პი ემ სი კვლევითი ცენტრის კონსულტანტი, კოკა კიღურაძე უძღვება.
ტრენინგის მიზანია მონაწილეებისათვის დემოკრატიის, ძირითადი პოლიტიკური იდეოლოგიების, ადამიანის უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის პრაქტიკული უნარების განვითარება.
ტრენინგი ორდღიანია, 17 ოქტომბერს დაიწყო და დღეს, დღის ბოლოს დასრულდება. ტრენინგის შემდეგ, ონის მუნიციპალიტეტში მერთან #მრჩეველთა #ახალგაზრდული #საბჭო შეიქმნება, რომლის წევრებიც რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის წევრები იქნებიან!
პროექტი დაფინანსებულია სსიპ “ახალგაზრდობის სააგენტოს” მიერ, მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში და ხორციელდება „რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრისა“ და „პი ემ სი კვლევითი ცენტრის“ მიერ.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა გაცნობითი შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლებთან

1 ოქტომბერს ონის მუნიციპალიტეტის მერიაში ტრენინგი “ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა ბიუჯეტირების პროცესში” ჩატარდა

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი იწყებს განაცხადების მიღებას სახელმწიფო შესყიდვების ონლაინ სასწავლო კურსზე