17-18 ოქტომბერს, ქალაქ ონში, რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის წევრებისთვის დემოკრატიისა და მოქალაქეობის სასწავლო კურსი მიმდინარეობს

by magda

18.10.2020წ.

17-18 ოქტომბერს, ქალაქ ონში, რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის წევრებისთვის #დემოკრატიისა და #მოქალაქეობის სასწავლო კურსი მიმდინარეობს. ტრენინგს პი ემ სი კვლევითი ცენტრის კონსულტანტი, კოკა კიღურაძე უძღვება.
ტრენინგის მიზანია მონაწილეებისათვის დემოკრატიის, ძირითადი პოლიტიკური იდეოლოგიების, ადამიანის უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტის პრაქტიკული უნარების განვითარება.
ტრენინგი ორდღიანია, 17 ოქტომბერს დაიწყო და დღეს, დღის ბოლოს დასრულდება. ტრენინგის შემდეგ, ონის მუნიციპალიტეტში მერთან #მრჩეველთა #ახალგაზრდული #საბჭო შეიქმნება, რომლის წევრებიც რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის წევრები იქნებიან!
პროექტი დაფინანსებულია სსიპ “ახალგაზრდობის სააგენტოს” მიერ, მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში და ხორციელდება „რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრისა“ და „პი ემ სი კვლევითი ცენტრის“ მიერ.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content