ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, პირველ მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილთან და მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ – მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, საქართველოს განათლების მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი განათლების სამმართველოს უფროსს – თამარ თოლორაიას და ამავე სამმართველოს უფროსს სპეციალისტს მარიამ ჩიბუხაშვილს უმასპინძლა

ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა, პირველ მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილთან და მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ – მანანა ჩაგელიშვილთან ერთად, საქართველოს განათლების მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი განათლების სამმართველოს უფროსს – თამარ თოლორაიას და ამავე სამმართველოს უფროსს სპეციალისტს მარიამ ჩიბუხაშვილს უმასპინძლა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე.

 

სამინისტროს წარმომადგენელმა – თამარ თოლორაიამ, სოფლად მცხოვრები თითოეული ბავშვის სკოლამდელ განათლებაში ჩართვის მნიშვნელობაზე და მუნიციპალიტეტში ამ ეტაპისათვის დაგროვილ გამოცდილებებზე ისაუბრა. ასევე, აღნიშნა, რომ მოხდება სკოლისათვის მოსამზადებელი ჯგუფების აღმზრდელთა პროფესიულ გადამზადება და ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, საქმიანი ურთიერთობები კვლავაც გაგრძელდება.

 

მერმა – სერგი ხიდეშელმა ხაზი გაუსვა სოფლად მცხოვრები ბავშვებისათვის სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის პრიორიტეტულობას და სტუმრებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვს.

 

შეხვედრის შემდგომ სამინისტროს წარმომადგენლებმა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე მოინახულეს ააიპ ონის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღი, სოფელ გლოლის ბაღი. ეწვივნენ სოფელ უწერაში და წედისში მცხოვრებ ბავშვებს და საჩუქრები გადასცეს.

 

ასევე, დასაჩუქრდა საბავშვო წიგნებით, სათამაშოებით და სხვა საგანმანათლებლო რესურსით სოფელ ჭიორაში მცხოვრები 5 წლის ალექსანდრე გობეჯიშვილი.

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა