3
16.10.2019წ.
მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, პირველ მოადგილესთან დიმიტრი საყვარელიძესთან და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა შპს “ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის” საზედამხედველო ჯგუფთან, რომლებიც ონის მუნიციპალიტეტში ინფრსტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას უწევენ მონიტორინგს .
შეხვედრაზე განიხილეს სოფელ ღებში სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების საკითხი, ისაუბრეს ბარი-მრავალძლის და ლაჩთა – შეუბნის გზის ასფალტირების შესახებ , ასევე დოკუმენტაციის წარმოების დროს არსებული ხარვეზების აღმოფხვრის გზებზე.