ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა “ჩამდინარე წყლების მდგრადი მართვის საპილოტე გადაწყვეტილებები საქართველოში“ პროექტის ფარგლებში

15.09.2022წ

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა “ჩამდინარე წყლების მდგრადი მართვის საპილოტე გადაწყვეტილებები საქართველოში“ პროექტის ფარგლებში.
ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი, მოადგილეებთან ერთად, გარემოსდაცვით ექსპერტებს – კახა ბახტაძესა და ლევან ზაზაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე ექსპერტებმა, პროექტის მიზნები და შედეგები განიხილეს, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში ჩამდინარე წყლების მართვის ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს. ასევე, საუბარი შეეხო ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაზრდას ჩამდინარე წყლების მართვის ღონისძიებების დანერგვის საკითხში.
აღნიშნული პროექტის დაფინანსება ხორციელდება სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს მიერ, ხოლო პროექტს ახორციელებენ “ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში“ და “SOSNA”.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, დაიგეგმა გასვლითი შეხვედრები, რის შედეგადაც განისაზღვრება სამიზნე ჯგუფები, მოსახლეობა რომელიც მიიღებს “ჩამდინარე წყლების მდგრადი მართვის საპილოტე გადაწყვეტილებები საქართველოში“ პროექტის ფარგლებში უსაფრთხო სასმელ წყალს და გაუმჯობესდება სანიტარული და ჰიგიენური პირობები.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტის საასენიზაციო მანქანა გადმოეცემა, რომელიც გამოყენებული იქნება ჩამდინარე წყლების შეგროვებისთვის.

Related posts

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, მხარეში სივრცითი დაგეგმარების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელ მალხაზ ჟორჟიკაშვილთან და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ არჩილ მამალაძესთან ერთად, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები დაათვალიერა