15 ოქტომბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან

by magda

15.10.2019წ.

15 ოქტომბერს ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე სამსახურის უფროსებმა ისაუბრეს გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ, განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, ყურადღება დაეთმო საქართველოს მთავრობის #484 დადგენილების გაცნობას, ასევე ბოლო პერიოდში განხორციელებულ და დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებს.
ერის განცხადებით განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მიმდინარე პროექტების შესრულების ხარისხისა და ვადების უმკაცრეს კონტროლს,გარდა ამისა მოქალაქეთა განცხადებებზე დროულ და კვალიფიციურ რეაგირებას.
შეხვედრის ბოლოს ეკა მაისურაძემ სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებს 17 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრას ესწრებოდნენ შ.პ.ს „ მოედანი 2009“ ხელმძღვანელი კახა ჩიკვილაძე და შპს „კომუნალური სამსახურის ხელმძღვანელი“ ალექსანდრე გამყრელიძე.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content