15 ნოემბერს ღია დილოგის ფარგლებში, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ლაჩთა, შეუბანი, ჭალა, ხურუთი ) მოსახლეობას შეხვდნენ და თითოეული მოქალაქის საჭიროებას ადგილზე გაეცნენ

by magda

15.11.2019.

15 ნოემბერს ღია დილოგის ფარგლებში, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ლაჩთა, შეუბანი, ჭალა, ხურუთი ) მოსახლეობას შეხვდნენ და თითოეული მოქალაქის საჭიროებას ადგილზე გაეცნენ.
სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გიორგი გონაძემ მოსახლეობას რეგიონში მიმდინარე მასშტაბური პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მათი განხორციელების მნიშვნელობა გააცნო.
სოფლებში მთავარ საჭიროებად გზის, წყლის სათავე ნაგებობის მოწესრიგება , სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, საუბნო გზების მოწესრიგება, სარიტუალო და ახალგაზრდებისთვის თავშეყრის ადგილის მოწყობა დასახელდა.
შეხვედრებს ონის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გივი ბენდიანიშვილი, ფრაქცია „ ქართული ოცნების “ თავმჯდომარე ვასილ მეტრეველი ესწრებოდნენ, მათი თქმით სოფლებში გამოკვეთილი საჭიროებები გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის ბიუჯეტის შედგენისას.
შეხვედრაზე საუბარი სახელმწიფოს მიერ დაანონსებულ სოციალურ პროგრამებსა და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის სარგებელსაც შეეხო.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content