6
სამუშაოების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება
15 ივლისს სამშენებლო სამუშაოების ინსპექტირებისა და მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა, ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელთან და შ.პ.ს “ექსპერტიზა – მშენებლობა – დიზაინის” ზედამხედველებთან ერთად მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა:
სოფელ ღარში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სოფელ ონჭევსა და ლაჩთაში შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
სამუშაოების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.