განცხადება

21.02.2022წ.

განცხადება
“გაიღე სისხლი აჩუქე ბავშვებს სიცოცხლე” პროექტის ფარგლებში 22 თებერვალს, 11.00 საათიდან მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სისხლის ბანკი ონის მუნიციპალიტეტიში აწარმოებს კამპანიას – ” გაიღე სისხლი, აჩუქე ბავშვებს სიცოცხლე”
იაშვილის კლინიკა ერთადერთია საქართველოში, სადაც მკურნალობენ ლეიკემიით დაავადებული ბავშვები და მათ ქიმიოთერაპიის ხანგრძლივი მკურნალობის პროცესი სისტემატურად ჭირდებათ, შეგახსენებთ, რომ დონორული სისხლისგან წარმოებს სისხლის კომპონენტის დამზადება და როგორც ბავშვთა, ისე მრავალპროფილური კლინიკების მომარაგება. სისხლის და სისხლის კომპონენტების გადასხმა ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას იძლევა. შესაძლოა მათი განკურნების ან ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთადერთი გზა სისხლის გადასხმა გახდეს. ამიტომ ვირუსუსაფრთხო სისხლის გარანტი კი თქვენ ხართ – უანგარო დონორი.
მსურველების საყურადღებოდ, აღნიშნული აქცია ონის მუნიციპალიტეტის მერიის მე-3 სართულის საკოფერენციო დარბაზში გაიმართება, დონორებს ადგილზე უფასოდ ჩაუტარდება სისხლის ჯგუფის და რეზუსფაქტორთა დადგენა.
 გთხოვთ ჩაერთოთ აქციაში.
ონის მუნიციპალიტეტის მერია
საკონტაქტო პირი: იზა რეხვიაშვილი
T- 591010363

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე მოადგილეებთან ერთად, მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძემ, რაჭა- ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელთან ელენე მაისურაძესთან ერთად, ონის საჭიდაო სკოლას ესტუმრა და წარმატებულ სპორტსმენს ელენე იჩქიტიძეს მიღწეული შედეგები მიულოცა