გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ის კონტრაქტორმა ,,საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ’’ ქალების ეკონომიკური გაძლიერების მიზნით განხორციელებული პროექტის ფარგლებში გამარჯვებულ ბენეფიციარებს ბიზნეს გეგმებით გაწერილი ინვენტარი გადასცა

16.11.2021წ

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ის კონტრაქტორმა ,,საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ’’ ქალების ეკონომიკური გაძლიერების მიზნით განხორციელებული პროექტის ფარგლებში გამარჯვებულ ბენეფიციარებს ბიზნეს გეგმებით გაწერილი ინვენტარი გადასცა.

➡ ინვენტარის გადაცემის შემდგომი ეტაპი კი, მონიტორინგს ითვალისწინებს, რომელსაც პროექტში მიწვეული ექსპერტები, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, CEMR-ში ეროვნული კოორდინატორი და ექსპერტი – ნათია ღვინაშვილი და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებში ექსპერტი – შორენა კოჭლამაზაშვილი რამდენიმე დღეში განახორციელებენ.

➡ ,, პროექტის ერთ-ერთი მიზანია, რომ ბიზნეს იდეები, რომლებითაც ბენეფიციარებმა კონკურსში მიიღეს მონაწილება, მხოლოდ იდეად არ დარჩეს. შესაბამისად, დაგეგმილი გვაქვს საველე მონიტორინგის განხორციელება მიმდინარე და მომდევნო თვეშიც. ხოლო, ვინაიდან განაცხადების უმრავლესობას ე.წ. ,,start-up’’ წარმოადგენს, შევეცდებით კიდევ მეტი სტიმული მივცეთ დამწყებ ბიზნესმენებს“, – განაცხადეს ექსპერტებმა.

➡ აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, სამიზნე თვითმმართველ ერთეულებში მცხოვრებმა, პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა 44 ბიზნეს იდეა წარმოადგინეს, საიდანაც პროექტის კრიტერიუმები 22 -მა ბენეფიციარმა დააკმაყოფილა. კერძოდ, 11 განაცხადი ონში, ხოლო 4 სენაკში, დანარჩენი კი, უწერის, ღების, ღარის, ასევე, ძველი სენაკის, ნოქალაქევისა და ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ ქალებს ეკუთვნოდათ.

➡ შეფასების კომისიის წევრების გადაწყვეტილებით საბოლოოდ 11 გამარჯვებული ქალი, მათ შორის სენაკის მუნიციპალიტეტიდან 4, ხოლო ონის თვითმმართველი ერთეულიდან 7 კონკურსანტი გამოვლინდა.

➡ აღნიშნული პროექტი მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება.

➡ საგრანტო კონკურსი, რომელიც ქალების ეკონომიკური გაძლიერებას ისახავს მიზნად, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ასევე გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში ხორციელდება.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალავერდ ხვედელიანი და მოადგილე – გიორგი მარკოიშვილი სოფელ წმენდაურის მოსახლეობას შეხვდნენ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა სლოვაკეთის საელჩოს, Sosna-სა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის წარმომადგენლებს უმასპინძლა

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტებთან ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის მიმართულებით მუშაობას განაგრძობს