14 მარტს ონის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის სასკოლო ასაკის აღსაზრდელები სტუმრად იმყოფებოდნენ ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში

პატარებს უმასპინძლა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ანა ერისთავმა თანამშრომლებთან ერთად.

მასპინძლებმა სამკითხველო დარბაზში განახლებული ქართული და უცხოური ლიტერატურა დაახვედრეს საუკეთესო სტუმრებს.
ანა ერისთავმა ბავშვებს გააცნო პატრიარქის წერილი. ისაუბრა პოეზიის დანიშნულებაზე. ბიბლიოთეკაში სტუმრობის მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ ბავშვმა ადრეული ასაკიდან შეიყვაროს წიგნი, ზღაპარი, ბიბლიოთეკა. პატარებმა წაიკითხეს საყვარელი ლექსები გაზაფხულზე, დედაზე, სამშობლოზე.
სამომავლოდ ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში იგეგმება ზღაპრის ოთახის მოწყობა, სადაც მსურველებს მიეცემათ საშუალება მოუსმენონ მეზღაპრეს მიერ მოთხრობილ ისტორიებს.ასევე ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ანა ერისთავი დაპირდა პატარებს, რომ პერიოდულად ეწვევათ საბავშვო ბაღში და გააცნობთ ახალ-ახალ თემატურ ლიტერატურას.
შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, საბავშვო ბაღის ბავშვების მშობლები და პედაგოგები.

Related posts

ქ.ონში ოლიმპიური და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის – დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ახალგაზრდებს შორის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დასრულდა

ქალაქ ონში გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლის სცენაზე სპექტაკლის „უცნობი” პრემიერა გაიმართა

საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებითა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გიგა ჯაფარიძის სახელობის ონის კულტურის სახლში, ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი “კავკასია 2023” გაიმართა