14.01.2020წ.
14 იანვარს საქართველოში ქართული თეატრის დღე აღინიშნება.
ქართულმა თეატრმა განვითარების ძალიან ვრცელი, მრავალფეროვანი გზა გაიარა . ამჟამად ქართული სასცენო ხელოვნება არის მაღალი შემოქმედებითი ხარისხის და სარგებლობს საერთაშორისო ავტორიტეტით.
ქართული თეატრალური ხელოვნების ყველა წარმომადგენელს და თაყვანისმცემელს ვულოცავთ ამ დღეს, ვუსურვებთ პროფესიულ წინსვლას, წარმატებებს და საინტერესო შემოქმედებით მოღვაწეობას.
ონის მუნიციპალიტეტის მერია, ქართული თეატრის დღეს განსაკუთრებულად ულოცავს ონის სახალხო თეატრს, მისი ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლებს, სახალხო თეატრის დამაარსებელს ბატონ გიგა ჯაფარიძის სახელს და მისი ტრადიციის გამგრძელებლებს მადლობას ვუხდით იმ დაუვიწყარი წუთებისათვის რაც მათ სახელს უკავშირდება.